English Russian
» » 5 დღიანი ტური კაპადოკიაში

    5 დღიანი ტური კაპადოკიაში

    5 დღიანი ტური კაპადოკიაში

    წმ.გიორგის და წმ. ნინოს სამშობლო

    კაპადოკია, ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრია, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის.” ილია II, სრულიად საქართველოს პატრიარქი

    კაპადოკიას, ძვ. ბერძნები მცირე აზიის აღმოსავლეთ მხარეს უწოდებენ, მდ. ევფრატის ზემო წელიდან შავ ზღვამდე, მდ. ჰალისის აუზის სრული მოცულობით. ეს ტერიტორია ძვ.წ.აღ. მეორე ათასწლეულში ეჭირათ ხეთებს-ქართველურ ტომთა შორეულ წინაპრებს, ხეთების შემდგომ აქ ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ხალიფები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, დრილები, სანიკები, შკვითინები, კოლხები, ტაოხები (ტაოლები), მოსხები (მესხები), სასპერები (იბერიელები). ისე რომ, კაბადოკია გეოგრაფიულად და ისტორიულად არა მარტო ესაზღვრებოდა საქ-ს, არამედ გარკვეულწილად თვითონ იყო „საქართველო“. ძვ. წ. აღ I სკ.ში ღვთისმშობლისგან წარმოგზავნილი მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, სწორედ, კაბადოკია-პონტოს გამოვლით შემოვიდნენ საქ-ში ქრისტიანობის საქადაგებლად. კაბადოკიელი მეომარი წმ. გიორგი, რომელიც ქრისტიანობისათვის უსასტიკესად აწამეს III სკ.ში, სწორედ იმ ქართველთა ჩამომავალი იყო, რომლებიც უძველესი დროიდან სახლობდნენ კაპადოკიაში. 330-355 წლ.ში სწორედ, კაბადოკიიდან შემობრძანდა წმ.ნინო საქ-ს გასაქრისტიანებლად... ასევე, კაპადოკიას უკავშირდება ბასილ დიდის სახელი... კაბადოკია (288 კვ. კმ-ის ფართობით), ბიზანტიის პროვინცია იყო. როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, აქ გაიშალა ბერ-მონაზვნური ცხოვრება, დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი უამრავი ტაძარი, ლავრა, დაყუდებულ ბერთა სენაკები, უნიკალური მხატვრობის ნიმუშები... კაბადოკია, „ლამაზი ცხენების ქვეყანას“ ნიშნავს, მიჩნეულია მსოფლიოს მერვე საოცრებად და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

    მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი: მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი. ზოგიერთი მუზეუმი 1 ნოემბრიდან 1 აპრილამდე იკეტება, შესაბამისად, ამ პერიოდისთვის სასტუმროების უმრავლესობა დაკეტილია. ნოემბერში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი ეცემა.

    5 დღიანი ტური კაპადოკიაში
    5 დღიანი ტური კაპადოკიაში

    1 დღე

    06:30 გასვლა თბილისიდან სარფის მიმართულებით. 12:00 ვალეს სასაზღვრო შემოწმება. კაპადოკიამდე გავივლით ტრაბზონს, სივას და კაისარს. გზის 80%-ი ავტობანია.
    გზაში ვახშამი (ტრაპიზონის შემდეგ)
    ღამის გათენება იუსუფელში

    2 დღე

    09:00 დილის საუზმე საუზმის შემდეგ, გამგზავრება გიორემში, თბილისიდან დაახლოებით 1300 კმ.ის მანძილზე. ამ დასახლებულ პუნქტში ყველაზე მეტი კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ეკლესია-მონასტერი და უნიკალური ძეგლია. ვესტუმრებით გიორემის ეროვნულ პარკს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც დღემდე შემონახულია მე-III-IV და მე-XI სკ.ის ეკლესიები უნიკალური ფრესკებით. გამორჩეული ძეგლებია: ბნელი ეკლესია, ვაშლევის, ბასილის, წმ. ბარბარეს, წმ.თეოდორეს, და სხვა); მუზეუმიდან 100 მეტრში ვესტუმრებით ტოკალის ეკლესიას, სადაც შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკა, საქართველოში ცნობილი „შენ ხარ ვენახის“ სახელით. ტოკალას დასახლება, იუნესკოს დაცულ ძეგლად და ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული; აქ, ასევე საყურადღებოა, ბუნებრივი პირამიდები, ქვის სოკოები, სვეტები... მოვინახულებთ დედოფლის ბაღებს; დარქ მუზეუმს; დავტკბებით ულამაზესი ხედებით; დღის ბოლოს სილვერშოპი-ხელით ნაკვეთი უნიკალური სუვენირების მაღაზია (ხე & ქვა)
    20:00 დაბრუნება სასტუმროში & ვახშამი

    3 დღე

    08:00 დილის საუზმე საუზმის შემდეგ, ვესტუმრებით ქართველი პილიგრიმებისთვის უმთავრეს საკვანძო ობიექტს ე.წ ილჰარას ხეობას, რომელიც გამორჩეულია ქართული კვალით. ეს ხეობა გიორემიდან 100კმ. დაშორებით მდებარეობს. აქ შემორჩენილია 11 ეკლესია უნიკალური ფრესკებით; აღსანიშნავია, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც კედელზე შემორჩენილია თამარ ბაგრატიონის ფრესკა ეკლესიის მაკეტით ხელში (თამარ მეფის შვილიშვილი, გურჯ ხათუნად წოდებული); კლდეში ნაკვეთი ქალაქი; მუსტაფა ფაშა, იგივე სინასოსის ეკლესია; წმ. ელენე და წმ. კონსტანტინეს ეკლესია; სოღანლის ხეობა-ქაისერის პროვინციაში, რომელიც კაპადოკიის ცენტრს საკმაოდ მოშორებულია და გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და უნიკალური ფრესკებით. გზად უამრავ სიანტერესო ძეგლებს ვესტუმრებით: ბერძნულ ტაძარს, უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქს. საგულისხმოა, რომ ამ რეგიონში აღმოჩენილია 36-მდე მიწისქვეშა ქალაქი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე არსებობდა.
    20:00 დაბრუნება სასტუმროში & ვახშამი

    4 დღე

    09:00 დილის საუზმე საუზმის შემდეგ მოვინახულებთ შემდეგ საკვანძო ობიექტებს: უჩისარის მწვერვალი; ქ. დერინქოი-9 სართულიანი მიწისქვეშა ქალაქი; სუმელა (ლაზურად „სამება“)-კლედში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ყველაზე კარგი ექსპონანტია, თამარის დროინდელი ტრაპზონის იმპერიის კულტურული ძეგლებიდან. გამომგზავრება ტრაპიზონის მიმართულებით

    5 დღე

    09:00 დილის საუზმე ქ.ტრაპიზონში. საუზმის შემდეგ, წმინდა სოფიას ტაძრის მონახულება. შევჩერდებით ქემალ-ფაშას ბაზრობასთან, რომელიც სარფთან მდებარეობს. დაბრუნება თბილისში & გზაში ვახშამი თბილისში ჩამოსვლა დაახლოებით ღამის 12:00 სთ.

    ტურის ღირებულება: 210 USD -., (აღნიშნული თანხა განისაზღვრება ერთ ტურისტზე)

    მოგზაურობის ღირებულებაში შედის:

    • კომფორტული მიკრო ავტობუსი კონდიცინირებით
    • 3* ღამე თქვენს მიერ შერჩეულ სასტუმროში
    • კვება: ორჯერადი
    • სამოგზაურო დაზღვევა
    • კვალიფიცირებული გიდის მომსახურება პროგრამის მიხედვით

    ღირებულებაში არ შედის:

    • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები 30-35 $
    • საჰაერო ბურთი-აეროსტატი (შეღავათიან ფასად)

    საჭირო საბუთები:
    • საზღვარგარეთის პასპორტი/ასლი
    • არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მშობლების მინდობილობა პასპორთან ერთად ნოტარიული დამოწმებულით
    • გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტურის ღირებულების 30 % წინასწარ გადახდა

    საბუთების მიღება გამგზავრებამდე 10 დღით ადრე
    ფასები მითითებულია ზემოთ შემოთავაზებული მომსახურების მიხედვით. მარშრუტის შეცვლის ან ტურისტების გაზრდის, პირიქით, შემცირების შემთხვევაში ტურის ღირებულება შეიცვლება.

    5 დღიანი ტური კაპადოკიაში

    დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეცდებით გაგიწიოთ კონსულტაცია და მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ტურის შესახებ; travelpoint.ge@gmail.com, info@travelpoint.ge
    00995 32 2 308 157, 00 995 599 499 051

    შემდეგი სტატიები
  • პალმა დე მალიორკა
  • მაღალმთიანი რეგიონები საქართველოში
  • იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა
  • კლდეში ნაკვეთი ძეგლები
  • 3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში
[not-aviable=main]