English Russian
» » ბიომრავალფეროვნება & ფლორა და ფაუნა

    ბიომრავალფეროვნება & ფლორა და ფაუნა

    ბიომრავალფეროვნება & ფლორა და ფაუნა

    საქართველოს ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონალური და გლობალური თვალსაზრისით. საქართველო, როგორც კავკასიის ეკორეგიონის ნაწილი, ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ „ცხელ წერტილად“ არის აღიარებული. საქართველოს ეკორეგიონი ერთ-ერთია იმ ორას ეკორეგიონს შორის, რომლებიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ აღიარებულია კონსერვაციისთვის პრიორიტეტულ ადგილებად შემდგეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები, ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. საქართველოს ბიომებია: ჭალის ტყეები, ნახევარუდაბნო, სტეპი, არიდული მეჩხერი ტყე, ფართოფოთლოვანი, წიწვოვავი და შერეული ტყის ბიომები, სუბალპები, ალპები, სუბნივალური და ნივალური ბიომები, ჭაობები და შიდა წყლები.

    საქართველო ფლორისტული თვალსაზრისით ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია. საქართველოს ფლორა ჭურჭლოვან მცენარეთა 4 1000-ზე მეტ სახეობას აერთიანებს (მთელს კავკასიაში 6 350 -მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%-ი (900-მდე სახეობა) ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურული მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილის მრავალი შესანიშნავი ჯიში.

    მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობებითაა განპირობებული საქართველოს ფაუნის სახეობრივი მრავალფეროვნება. საქართველოს მტკნარ წყლებში თევზების 80-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. შავი ზღვის აუზში ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა გვხვდება, რომელთა შორისაა გადაშენების პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). საქართველოში, ამფიბიების 12, ქვეწარმავლების 50-ზე მეტი და ფრინველების 300-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. ფრინველთა მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გამოსაზამთრებელი ადგილებია, კოლხეთის დაბლობი (სანაპიროს ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგანის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემია: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi).

    საქართველოში ძუძუმწოვრების 100-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. მათ შორის, აღსანიშნავია ორი სახეობის ჯიხვი: Capra cylindricornis და Capra caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემს მიეკუთვნება.

    საქართველოს ტყე არის ეროვნული საგანძური. ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო ფართობი შეადგენს 6.95 მლნ. ჰექტარს. აქედან, სახელმწიფო ტყის ფართობი 3005.3 ათას ჰექტარია. ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც მთლიანი ფართობის 40 %-ია.

    სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფელი-106 ათასი ჰექტარი-46.6%; სოჭი -161.5 ათასი ჰექტარი-7%; ფიჭვი -91.0 ათასი ჰექტარი 4%; მუხა-241 ათასი ჰექტარი-10.6%; თხმელა (მურყანი)-125.1 ათასი ჰექტარი-5.5 %, წაბლი-72.8 ათასი ჰექტარი-3.2%; რცხილა220.6 ათასი ჰექტარი-8.8%; ნაძვი-102.0 ათასი ჰექტარი-4.5% და სხვა ჯიშები-220.6 ათასი ჰექტარი-9.7%.

    სიმაღლეზე ზღვის დონიდან ტყეები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 100 მ.ზ.დ.-2%, 101-500 მ.ზ.დ.-5%, 501-1000 მ.ზ.დ.-20 %, 1001-1500 მ.ზ.დ.-35 %, 1501-2000 მ.ზ.დ.-31 %, 2001 მ.ზ.დ. და მეტი -7 %.
    ბიომრავალფეროვნება & ფლორა და ფაუნა

    შემდეგი სტატიები
  • საქართველოს შესახებ
  • საქართველოს გეოგრაფია
  • მაღალმთიანი რეგიონები საქართველოში
  • იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა
  • ზამთრისა და ზაფხულის კურორტები
[not-aviable=main]