ქრისტიანული საქართველო
მნახველი 10115
ქრისტიანული საქართველო
უძველეს დროში, საქართველოში გაბატონებული იყო წარმართული სარწმუნოება. ცალკეულ ტომებს და თემებს თავისი მფარველი ღვთაებები ჰყავდათ ე.წ.კერპები, რომელსაც ეთაყვანებოდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის დროს (ჩვ.წ. IV-III ს.ს.), ქართლში უმაღლეს ღვთაებად იქცა მთვარის ღვთაება- არმაზი, ეს იყო სპილენძისგან ჩამოსხმული მეომარი, ოქროს აბჯრითა და მუზარადით, რომელსაც თვალების ადგილზე ძვირფასი ქვები ჰქონდა ჩასმული და ხელთ ეპყრა მახვილი.ძველ ქართულ კულტს მთვარის ღვთაებას, ფარნავაზის დროს ეწოდა არმაზი. ეს სახელი ქართლში, ისევე როგორც ბევრი სხვა კულტურული ელემენტი,მცირე აზიიდან გადმოსახლებულმა მესხებმა შემოიტანეს. არმაზის წმინდა ცხოველად ითვლებოდა ხარი, ამიტომაცმასხშირად სწირავდნენხარს. ხარის რქები ნახევრადმთავრის ფორმის იყო, ასოცირებული მთვარესთან. ხარის კულტის გავრცელება საქართველოში, სახნავი მიწათმოქმედების განვითარებისა და დაწინაურების შედეგი იყო.
არმაზის კერპი, აღმართული იყო მცხეთის პირდაპირ მაღალ მთაზე, ე.წ არმაზის მთაზე. მისი დღეობა იმართებოდა ზაფხულის ბოლოს. ამ დროს, მცხეთის ქუჩებს რთავდნენ ფერადი ქსოვილებით, ამკობდნენ ყვავილებით და აწყობდნენხალხმრავალ მსვლელობას. მასში მონაწილეობას იღებდა სამეფო ოჯახიც. არმაზს, გარდა ხარისა, მსხვერპლად ბავშვებსაც სწირავდნენ.
არმაზის გვერდით იდგა ორი სხა კერპი: გაცი და გაიმი, ხოლო მოპირდაპირე მთაზე -ზადენის კერპი. ამ კერპებსაც ბუნების სხვადასხვა ძალთა განსახიერებლად მიიჩნევდნენ. თუმცა, მათი გარეგნული სახე ჩვენთვის უცნობია.
მე-IV საუკუნიდან საქართველო ოფიციალურად ქრისტიანულ რელიგიას იღებს და წარმართულ კერპებს ეთხოვება, თუმცა ქრისტეს რჯულის ქადაგება ჩვენში პირველი საუკუნიდან იწყება. ზეპირი გადმოცემით, სული წმინდის მოფენის შემდეგ, ქრისტეს მოწაფეებმა და წმ. ღვთისმშობელმა გაინაწილეს ქვეყნები საქადაგებლად. საქართველო წილად ხვდა მარიამს, ამიტომაც ჩვენს ქვეყანას ღვთისმშობლის წილხდომილ ქვეყანას უწოდებენ. მარიამი უკვე მეტად სნეული იყო, ქრისტეს ბრძანებით, ეს საქმე ადრია პირველწოდებულს დაეკისრა. ანდრია, საქართველოსაკენ სვიმონ კანანელთან ერთად გამოეშურა. ამრიგად, საქართველოში ქრისტიანობა ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს, მაგრამ მაინც მას შემდეგ სამი საუკუნე გავიდა, სანამ ყველა ქართველი ქრისტეს რჯულს მიიღებდა. ამიტომ ქართველთა განმანათლებლად წმ. ნინო (მოციქულთა სწორი) ითვლება.
ნინოს, ერთხელ ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი, ვაზისგან გაკეთებული ჯვარი მისცა და აუწყა საქართველოში გამგზავრების შესახებ (დღეს, ეს ჯვარი სიონშია დაბრძანებული).წმ. ნინო ჯავახეთიდან, ურბნისს გავლით შემობრძანდა მცხეთაში. მცხეთაში წმ. ნინომ ნახა, თუ როგორ ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობა არმაზს, გაცსა და გაიმს. წმ. ნინოს ვედრების შედეგად, ღმერთმა საშინელი ავდარი მოიწია და სეტყვამ მთლიანად დაამსხვრია კერპები. ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმ.ნინო მცხეთაში. ჯერ ფარულად, შემდეგ კი ღიად ქადაგებდა იგი ქრისტეს რჯულს და მრავალ სასწაულს ახდენდა. მან უკურნებელი სენისგან განკურნა დედოფალი ნანა და მოგვთა თავი... მოგვიანებით, კი მეფე მირიანიც მოაცქია. მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ, თხოვნა შეუთვალეს კეისარს, გამოეგზავნა მღვდლები მოსანათლად. ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 337 წელს. ღვთის მითითებით, სამი ჯვარი იქნა აღმართული: ერთი იმ ბორცვზე, სადაც ახლა ჯვრის მონასტერია, მეორე თხოთის მთაზე, სადაც მირიანმა პირველად იწამა ქრისტე და მესამე ქ. უჯარმაში.ცოტა ხნის შემდეგ, დასავლეთ საქართველომაც მის მაგალითს მისდია. ამ ამბავს დიდი მნიშველობა ჰქონდა ქვეყნის შემოდგომი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისათვის.
ვახტანგ გორგასალმა, ბიზანტიისაგან მიიღო ავტოკეფალიის ნებართვა, რათა ქართული ეკლესიის სათავეში ჩაეყენებინა კათალიკოსი, რომელიც თვითმწყემსობის, ე.ი. ავტოკეფალიის უფლებით იქნებოდა აღჭურვილი და მხოლოდ საქართველოს მეფეს და მსოფლიო საეკლესიო კრებას დაექვემდებარებოდა. VIII ს-ში, კერძოდ 40-იან წლებში, ანტიოქიის პატრიარქმა თეოფილაქტემ, ხელახლა დაუმტკიცა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია. იერუსალიმის პატრიარქმა სერგიმ (IX ს.) ნება დართო მცხეთაში, კერძოდ სვეტიცხოველში ეკურთხებინათ მირონი. XI ს-ში, ანტიოქიის საპატრიარქომ წამოაყენა პრეტენზია ქართული ეკლესიის დასაქვემდებარებლად იმ საბაბით, რომ მას ავტოკეფალია თითქმის უკანონოდ ჰქონდა მითვისებული, მაგრამ პატრიარქების პეტრესა და თეოდოსის დროს, იგი იძულებული გახდა, ეცნო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამ საქმეს დიდი ამაგი დასდო გიორგი მთაწმინდელმა.
რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.), მეფის რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კათალიკოს პარტიარქის თანამდებობა. ჩვენი ეკლესია ცალკე საეგზარქოსოს სახით შეუერთდა რუსეთის ეკლესიას, ხოლო ეგზარქოსებად ნიშნავდნენ რუს მღველმთავრებს. ქართველმა სამღვდელოებამ, 1917 წლის 25 მარტს აღადგინა ავტოკეფალია და 8-17 სექტემბერს კათალიკოს პატრიარქად აირჩია კირიოკ II საძაგლიშვილი.
მიუხედავად მე-IV საუკუნეში ქრისტიანობის მიღებისა, ქართველმა ხალხმა ვერ დაივიწყა ძველი რჯული და ზნე-ჩვეულებები...დიდი ხანი დასჭირდა ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში. ამას დიდად შეუწყვეს ხელი წმინდა მამებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ასურეთიდან მოვიდნენ VI სკ.ში. ისინი 13 იყვნენ, მათი მოძღვარი კი იოანე ზედაზნელი იყო. მისმა მოწაფეებმა (შიო, დავითი, აბიბო, და სხვა) მთელს საქართველოში ააგეს ეკლესია-მონასტრები, სადაც ქართველები კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდნენ.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, იგი გაქრისტიანდა IV ს-ში, დაახლოებით 337 წ. (შედარებისთვის: სომხეთი 300 წ., რუსეთი 988 წ., რომის იმპერია 313 წ., საფრანგეთი 496 წ., გერმანული ტომები და ანგლო-საქსები VIII-IXს-ში).
შემდეგი სტატიები
საქართველოს ისტორიამითოლოგიააბრეშუმის გზაკლდეში ნაკვეთი ძეგლები5 დღიანი ტური კაპადოკიაში