English Russian
» » საქართველოს ისტორია

    საქართველოს ისტორია

    საქართველოს ისტორია

    ადამიანის მოღვაწეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის ხანას მიეკუთვნება. არქელოგიური კვლევა-ძიებით აღმოჩენილია ნეოლითისა და ენეოლითის ძეგლებიც. მომდევნო დროისთვისაც-ე.ი. ჩვ. წ. IV-V ს.მდე-უმთავრესი მასალა კვლავ არქელოგიური მონაპოვარია.

    ქართველი ხალხი წარმოშობით დაკავშირებულია წინა აზიის უძველეს მკვიდრ მოსახლეობასთან. ჩვ.წ. II ათასწლეულში უკვე გამოკვეთით ისახება ორი ძირითადი კულტურული რაიონი, რომლებიც შეესაბამება ქართველ ტომთა ორ გაერთიანებას-დასავლურსა და აღმოსავლურს. მაგრამ ეს რაიონები დიდად სცილდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის მეზობელ ტომებს.

    ძვ.წ I ათასწლედის II ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო იქმნება. ეს სახელმწიფოებია კოლხეთი და იბერია. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრები იყო აია, კოტატისი-წინაპარი ახლანდელი ქუთაისისა, ფაზისი შავი ზღვის სანაპიროზე, დიოსკურია -აწინდელი სოხუმი; აღმოსავლეთ საქართველოში ძვ.წ. I ათასწლედის ბოლოს, უდიდეს ქალაქად და სამეურნეო ცენტრად იქცა მცხეთა, იბერიის მაშინდელი დედაქალაქი. მცხეთის აღმოჩენები საქვეყნოდ ცნობილია. იქაურ ნეკროპოლისებში ნაპოვნი ოქროს, ვერცხლისა და სხვა მასალის ნივთები-სამკაულები, ჭურჭელი, იარაღი-ამ ნივთების დამუშავება და მორთვა, მოწმობს ერთი მხრივ, ადგილობრივი ხელოვნებისა და ხელოსნობის ძალიან მაღალ პროფესიულ დონესა და თავისებურებას, მეორე მხრივ, მჭიდრო კავშირს ელინისტურ კულტურულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთთან.

    ჩვ.წ IV-V საუკუნეებს მიეკუთვნება ფეოდალური ურთიერთობების ჩასახვა საქართველოში. დაახლოებით 337 წელს, მარიამ მეფის დროს, იბერიამ ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარა; ცოტა ხნის შემდეგ, დასავლეთ საქართველომაც მის მაგალითს მისდია. ამ ამბავს დიდი მნიშველობა ჰქონდა ქვეყნის შემოდგომი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისათვის. ამ ხანაში VII ს.მდე-საქართველოს რთული და დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა თავის მძლავრ და აგრესიულ მეზობლებთან-დასავლეთით ჯერ რომთან, შემდეგ კი მის მემკვიდრე ბიზანტიის იმპერიასთან, აღმოსავლეთით-სასანიანთა ირანთან, რომელიც ცალკეულ პერიოდებში თავის პოლიტიკურ გავლენას საქართველოზეც ავრცელებდა. V ს-ის ბოლოს, მეფის ვახტანგ გორგასლის დროს, სახელმწიფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში იქნა გადატანილი. V-VII ს.ს. ქართული კულტურის პირველი აყვავების ხანაა. ამას მოწმობს ხელოვნებისა და მწერლობის ძეგლები.

    VII ს-ის შუა წლებში საქართველოში არაბები შემოიჭრნენ, დაისადგურეს თბილისში და აქ თავისი საამირო დაარსეს. საამირომ XII ს-მდე იარსება. VII-IX ს.ს-თა მიჯნაზე საქართველოს გათიშულ ნაწილებში ახალი ქართული საწელმწიფოები შეიქმნა: აფხაზთა სამეფო -ძველი კოლხეთის მიწაზე, ტაო-კლარჯეთის სამთავრო -სამხრეთ -დასავლეთ საქართველოში და კახეთი-აღმოსავლეთში. თანდათან გამოცოცხლდა და წელში გაიმართა უცხოელთა შემოსევებით ძირგამოთხრილი სახალხო მეურნეობა, ვაჭრობა, დაარსდა და გაიზარდა ქალაქები, აშენდა ციხეები და დიდი მონასტრები. IX-XI ს.ს-ბი არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლოს ხანაა. XII ს-ის დასაწყისში, მეფის დავით აღმაშენებლის დროს, უცხოელნი საბოლოოდ განდევნილ იქნენ. ქვეყნის მთლიანი გაერთიანება წარმატებით დაგვირგვინდა, სამეფო ხელისუფლებამ დროებით დათრგუნა ფეოდალთა სეპარატისტული მიდრეკილებანი. XIIსაუკუნე ფეოდალური საქართველოს უდიდესი ძლიერების ხანაა. მისი საზღვრები-შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე აღწევს, ხოლო სამხრეთით სცილდება ამიერკავკასიის ფარგლებს.

    XIII ს-ში საქართველოს მონღოლთა ველური ურდოები შემოესივნენ და დიდი ხნით დაამყარეს აქ თავისი ბატონობა. მართალია, საქართველო ამის შემდეგაც აღწევდა სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას (მაგ. XIV ს-ში გიორგი ბრწყინვალის დროს), მაგრამ ისტორიულ მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ (თემურ-ლენგის გამანადგურებელი შემოსევები XIV ს-ის მიწურულში); დასავლეთ ევროპისაგან მოწყვეტა მას შემდეგ, რაც ოსმალო თურქებმა ბიზანტიის იმპერია დაამხეს და კონსტანტინეპოლი დაიპყრეს, თურქეთისა და ირანის აგრესიული მოქმედება XV-XVI ს.ს-დან, მათ მიერ საქართველოს აოხრება მრავალგზის), აგრეთვე თვით ქვეყნის შინაგანმა ევოლუციამ -მისმა დაქუცმაცებამ ცალკეულ სამეფო-სამთავროებად, ბატონყმობის საბოლოო დამკვიდრებამ, საქალაქო ცხოვრების დაქვეითებამ-მძიმე ლახვარი ჩასცეს საქართველოს, მის პოლიტიკურ ძლიერებას, მის ეკონომიკას.

    ეს საუკუნეები-XIX ს-მდე -ერთიანად ავსებულია თავდადებული ბრძოლით ეროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ბრძოლას დიდად აფერხებდა ფეოდალური ქვეყნისათვის დამახასიათებელი შინაური აშლილობა.

    1783 წ. მეფე ერეკლე II-მ, რომლის ხელშიც იყო გაერთიანებულიქართ-კახეთის სამეფო, მეგობრობისა და მფარველობის ხელშეკრულება დასდო რუსეთის იმერიასთან. 1801 წ., გიორგი XII-ს გარდაცვალების შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველო (ცოტა უფრო გვიან დასავლეთიც) შეერთებულ იქნა რუსეთის იმპერიასთან ცალკე გუბერნიის სახით. ამგავრად, საქართველოს დამოუკიდებელ სამეფოთა არსებობა დასრულდა. საქართველო გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას ირანისა და თურქეთისაგან, გადაურჩა ლეკების დაუსრულებელ თარეშს.

    XIX ს. საქართველოსთვის ყოვემხრივი გარდატეხისა და არსებითი ცვლილებების ხანაა: დაიწყო პროცესი ფეოდალური ურთიერთობის რღვევისა; საუკუნის დასაწყისში ჩასახული კაპიტალიზმი საუკუნის II ნახევრიდან სწრაფად იპყრობს პოზიციებს; ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის დარგშისწრაფად ისახება ევროპისაკენ შემობრუნება. მიუხედავად მძიმე ეროვნული ჩაგვრისა და შევიწროებისა, მიუხედავად გარუსების პოლიტიკისა, ქართული კულტურა, უპირველეს ყოვლისა, მწერლობა და პუბლიცისტიკა, შემდეგ თეატრი და სახვითი ხელოვნებაც, ახალ საფეხურზე ადის. იგი მტკიცედ უკავშირდება ხალხის ცხოვრებას, ასახავს მის მისწრაფებებს, ასახავს ეროვნული და სოციალური გათავისუფლების მწვავე პრობლემებს.
    საქართველოს ისტორია

    შემდეგი სტატიები
  • საქართველოს შესახებ
  • ქრისტიანული საქართველო
  • აბრეშუმის გზა
  • კლდეში ნაკვეთი ძეგლები
  • 3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში
[not-aviable=main]