ქართული ენა და დამწერლობა
მნახველი 4761
ქართული ენა და დამწერლობა
„შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი
დიდის გზებით ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი საუკუნის წინად...“ გალაქტიონ ტაბიძე
ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ გავრცელებული იყო მოსაზრება იმის შეასხებ, რომ ქართული ანბანი შეიქმნა ძვ. წ. III სკ.ში, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ფარნავაზის მიერ. ეს თვალსაზრისი ეყრდნობა მე-II ს.ის მემატიანის ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ ჩართულ თხზულებას -„ცხოვრება ფარნავაზისი“ დაცულ ცნობას. ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა გასული საუკუნის ბოლოს, ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაპოვარმა-დავითის სტელამ (ქვა-ჯვარი), რომელიც IV-VI ს.ს. თარიღდება. ფიქრობენ, რომ ქვა-ჯვარზე გამოსახული ქართული ანბანის ანალიზი, ადასტურებს მის წარმოშობას ფარნავაზის ეპოქაში.
• პირველი მოზაიკური წარწერა აღმოჩენილია პალესტინის უდაბნოში და მიჩნეულია, როგორც ქართული უძველესი წარწერა, იგი თარიღდება ჩვ. წ. აღ. -ით 433 წ.
• ბოლნისის სიონის ტაძრის საამშენებლო წარწერას (თბილისიდან 60 კმ-ის მანძილზე, სამხრეთით), მეცნიერები ათარიღებენ 493-494 წლებით. XX ს.ის 50-იან წლებამდე ეს წარწერა ითვლებოდა უძელეს წარწერად. 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარწერით. ორი მათგანი თარიღდება Vს.ის I ნახევრით (428-432 წ.წ).
• ასევე, აღმოჩენეილია უძველესი ქართული წარწერა წმ. ეკატერინეს მონასტერში ქ. სინაი, პენესუელა, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. აღ-ით 864 წ.
• უფრო მოგვიანებით 1990-იან და 2000-2003 წლებში, ნეკრესის ნაქალაქარში (კახეთი, ყვარლის რ-ონი), არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (აკ. ლევან ჭილაშვილი) აღმოაჩინა ქართული ხელნაწერები, რომლებიც იძვლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი (ახ.წ. I-III ს.ს.).
პირველი მოზაიკური წარწერა აღმოჩენილია პალესტინის უდაბნოში და მიჩნეულია, როგორც ქართული უძველესი წარწერა, იგი თარიღდება ჩვ. წ. აღ. -ით 433 წ.
ქართულ ლიტერატურას გააჩნია ანტიკური და გამორჩეული ისტორია. უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები-„შუშანიკის წამება“ დაწერილია ჩვ.წ. აღ-ით 476-483 წ.წ., იაკობ ცურტაველის მიერ. იგი წარმოადგენს პირველ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს.
შუა საუკუნეების ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ დაწერილია ცნობილი მწერლის შოთა რუსთაველი მიერ. ეს ნაწარმოები წარმოადგენს უნიკალურ შედევრს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური გავნვლო:1.ასომთავრული ანუ მრგლოვანი
2. ნუსხური
3. მხედრული)
ქართული ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებული კვლევა-ძიება კვლავ გრძელდება
შემდეგი სტატიები
საქართველოს შესახებქრისტიანული საქართველოსაქართველოს ისტორიაკლდეში ნაკვეთი ძეგლები3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში