English Russian

    საქართველოს ჰავა

    საქართველოს ჰავა

    საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა, დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავის ნაირგვარობას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორე მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

    დასავლეთ საქართველოში სუბტროპიკული ჰავა და მაღალი ტენიანობა აღინიშნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო კონტინენტური და მშრალი ჰავაა. ალპური ზონა საქართველოში 2.100 მეტრიდან იწყება. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა საქართველოში 20-24 ცელსიუს გრადუსია, ხოლო ზამთარში 2-4 გრადუსამდე მერყეობს.

    ინფორმაცია ამინდის შესახებ www.bbc.co.uk/weather/611717

    საქართველოს ჰავა

    შემდეგი სტატიები
  • საქართველოს შესახებ
  • საქართველოს გეოგრაფია
  • საქართველოს ისტორია
  • მაღალმთიანი რეგიონები საქართველოში
  • ზამთრისა და ზაფხულის კურორტები
[not-aviable=main]