English Russian
» » კლდეში ნაკვეთი ძეგლები

    კლდეში ნაკვეთი ძეგლები

    კლდეში ნაკვეთი ძეგლები

    საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.

    უფლისციხე

    უფლისციხე,კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი, მდებარეობს ქ.გორის აღმოსავლეთით 10 კმ.ის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა. უფლისციხე შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისთვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს.

    უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი, და ა.შ. (ცალკეული ოთახების, დარბაზების და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).

    უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII ს.ში გვხვდება. საყურადღებოა, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: „აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკუარსა კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისან, და იყო ქალაქი ჩინგისადმე, აქ არს შემუსვრილი. არამედ სენობა უცხო კლდისაგან გამოკუეთილი;პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეთილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი. არამედ აქ შეუალ არს აქა...გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ ნისნობად და უწოდებენ უფლისციხეს“

    ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელ ანტიკურ (ძვ. წ. 6-4 ს.ს.) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს.

    უფლისციხის, როგორც სამხედრო სტრატეგიული პუნქტის არსებობა, მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში დასრულდა. შემდგომში მას ახლომდებარე რაიონის მოსახლეობა, მხოლოდ დროებით სახიზნად იყენებდა.

    ვარძია

    ვარძია,ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი და გრანდიოზული ისტორიული ძეგლია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში. ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა ძლიერებას მიაღწია საქართველომXII ს.ში. ახლაც კი, როცა თავდაპირველი ვარძიის მეექვსედზე ნაკლებია შემორჩენილი, აოცებს იგი მანხველებს თავისი სილამაზით, მასშტაბებითა და არქიტექტურული გადაწყვეტით.

    საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი-ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
    ვარძიის მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300მ.სიმაღლეზე. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100მ. სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13 -მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრიდან.

    დაარსების დღიდან, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქართველებისათვის წმინდა ადგილად ითვლებოდა, რადგან იგი ქართველთა საყვარელი მეფის-თამარის სახელთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, საქართველოს ოქროს ხანასთან.

    ვარძიის მშენებლობაში შემდეგი ეტაპები გამოიყოფა:

    1. პირველი პერიოდი მარტო გიორგიIII -ის მეფობის პერიოდს ემთხვევა-1156-1184წ.წ. იგი დაკავშირებულია მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრთან და დამუშავებასთან. იმავდროულია პირველი გამოქვაბულიც.

    2. მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს, გიორგი III-ს გარდაცვალებასა და თამარ მეფის გათხოვებას შორის-1184-1186 წლები. მონასტრის ცენტრში გამოიკვეთა ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ეკლესია და შვიდმეტრიანი გვირაბი თავდაცვისთვის. ამავე პერიოდში, ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატი სურამელის ინიციატივით მოიხატა ტაძარი. სამონასტრო ცენტრის ამ ადგილზე დაარსების საბაბი „წმინდა წყალია“.

    3. მესამე ეტაპი მიძინების ტაძრის მოხატვიდან ბასიანის ბრძოლამდე-1186-1203 წლები. ამ პერიოდს უკავშირდება საზოგადოებრივი და სამონაზვნო კლდის სახლების, ტაძართან დაკავშირებული თავდაცვითი სამალავისა და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. 1203 წ. მთელმა საქართველომ მოიყარა თავი ვარძიასთან. თამარმა თავად დალოცა ჯარი, 400, 000 მუსულმანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქართველებმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

    4. მეოთხე ეტაპი უკავშირდება 1283 წლის მიწისძვრის შედეგებს. მშებენლობას ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელი ხელმძღვანელობს. ამ დროს აიგო ორი მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო. ეს ყველაფერი XII საუკუნისII ნახევრს განეკუთვნება.

    5. მეხუთე ეტაპი ახალი სატრაპეზოს შექმნაა, რომელსაც ივანე ათაბაგი ხელმძღვანელობდა. მოიცავს პერიოდს 1391-1444 წლებს შორის.
    ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა.
    ტაძრის მოხატულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგიIII -ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.

    ერთ-ერთი ლეგენდის თანხმად, მეფე გიორგი III სანადიროდ წავიდა და პატარა თამარიც თან წაიყვანა. ნადირობის დროს მეფეს და მის ამალას სულ გადაავიწყდათ მეფის ასული, რომელიც გამოქვაბულებში დაიკარგა. თამარს ძებნა დაუწყეს და ეძახდნენ: „სად ხარ თამარ?“ როდესაც მათი ხმა გაიგონა, მან უპასუხა: „აქ ვარ ძია“ ასე ეწოდა კლდეში ნაკვეთ კომპლექს ვარძია. ამ ლეგენდის გარდა, სხვებიც არსებობს. მართალია, ეს ლეგენდებია, მაგრამ მათში ისტორიული სიმართლეც იმალება.

    ვარძიის მონასტერი თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წ.წ.), დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

    დავით გარეჯა

    დავით გარეჯა, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიცთბილისდან 70კმ-ის მანძილზე, გარე კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს. პალეობოტანიკური მონაცემებით უდაბნოს ტერიტორია ძვ. წ. II ათასწლეულში ტყით ყოფილა დაფარული. დღეს ეს რეგიონი ნახევარუდაბნოს წარმოადგენს. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ძვ. წ. II და I ათასწლეულებში, აქ, ინტენსიური ცხოვრება მიმდინარეობდა. მაღალგანვითარებული ცხოვრების დონე უდაბნოში დაკავშირებული იყო, ამ მხარეში რკინის მეტალურგიის დაწინაურებასთან. აქ რკინის გამოდნობა ინტენსიურად წარმოებდა, რისთვისაც მასიური გაჩეხვა გამოიწვია. ამას შედეგად მოჰყვა წყლის დაკარგვა, ეროზიული პროცესების გააქტიურება და მიკროკლიმატის შეცვლა.

    გარეჯის უდაბნო ერთ-ერთი წმინდანის დავითის (ასურელი მამა, რომელიც VI ს.ში მოღვაწეობდა) სახელთანაა დაკავშირებული. ყველა მონასტერი კლდეშია გამოკვეთილი, მეტწილად ქვის მძლავრ წყებაში. გარეჯის მრავალმთის მონასტრები, ძველად უდაბნოს სახელით მოიხსენიებოდა, სწორედ აქედან მიიღო ტერიტორიამ უდაბნოს სახელწოდება, რასაც ხშირად არასწორად გეოგრაფიულ მნიშვნელობას აძლევენ.

    როგორც ვიცით, ასურელი მამები საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამობრძანდენ. დავითის სახელთანაა დაკავშირებული ქაშუეთის ეკლესიის სახელწოდებაც. დავითმა მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა თბილისი და უდაბნოში თავის მოწაფესთან ლუკიანესთან და დოდოსთან ერთად თავდაპირველად ბუნებრივ გამოქვაბულში დაეყუდა. მონასტერს დავითის სახელი დაერქვა, ხოლო გარეჯა-ნიშნავს სჯას, რაც დავითის იმდროინდელ გარემოებაზე მიუთითებს, როდესაც იგი ქალაქიდან თვით განსჯის მიზნით სრულიად უკაცრიელ ადგილას გადმოსახლდა.

    დავითის მიერ შექმნილ პირველ მონასტერს დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა დაარსეს: ლუკიანემ-ნათლისმცემელი, დოდომ კი-დოდოს რქა.

    • IX ს.ში ილარიონ ქართველმა კომპლექსი გააფართოვა.
    • XI ს.ს.ში სელჩუკთა შემოსევამ სამონასტრო ცხოვრება შეაფრეხა, თუმცა ვერ ჩააქრო. კომპლექსმა აყვავებას მიაღწია.
    • XI-XIII ს.ს.ში. დაარსდა ახალი მონასტრები -უდაბნო, ბერთუბანი და ჩიჩხიტური. აშენდა სატრაპეზო და ეკლესია, კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზარვუარები. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. გარეჯის ფრესკების მნიშვნელობას განსაზღვრავს ისიც, რომ მან შემოგვინახა ისტორიული პირების პორტრეტები-დავით აღმაშენებლის გამოსახულება ნათლისმცემელში, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის-ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორების-უდაბნოში.
    • XIIს.-მონასტრის წინამძღვარია ონოფრე გარესკელი.
    • XIIIს.- მონღოლთა შემოსევების შედეგად ცხოვრება შეწყდა ბერთუბანში, ააოხრეს ლავრის, დოდოს რქისა და ნათლისმცემლის მონასტრები.
    • XIVს.-დამანგრეველი იყო თემურ-ლენგის ურდოების ლაშქრობები 1396-1404 წ.წ. ამ დროს შეწყვეტილი იყო გარეჯის სამხატვრო სკოლის არსებობაც.
    • 1615 წლის აღდგომის დღეს შაჰ აბას I-ის მეომრებმა 6, 000 გარეჯელი ბერი დახოცეს, ხოლო მონასტრები გაძარცვეს.
    • XVIIს.-მეფე თეიმურაზი და არჩილ მეფე ცდილობენ აღადგინონ სამონასტრო ცხოვრება. ეს განხორცილედა მას შემდეგ, რაც გარეჯის წინამძღვრად 1690წ. დაინიშნა ონოფრე მაჭუტაძე, რომელიც მონასტერს სრულ აღმშენებლად მოევლინა.
    • XVIII ს. -ხშირი თავდასხმების შედეგად თანდათან სუსტდება დავით გარეჯის მონასტრების განვითარება.
    • XX ს. დასაწყისი-გარეჯის მონასტრები აღარ მოქმედებს. 1948 წ. გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტრიტორიაზე სამხედრო-საწვრთნელი პოლიგონი მოეწყო. საბჭოთა ოფიცრები სამიზნეებად გაუქმებული მონასტრების ქვაბულებს იყენებდნენ. ამის შედეგად განადგურდა და მნიშველოვნად დაზიანდა ბევრი ძეგლი.
    • 1991წ.- სამთავრობო დადგენილებით სამხედრო-საწვრთნელი პოლიგონი გაუქმდა.
    • 1996წ.- კვლავ უკანონოდ ტარდება დიდი სამხედრო მანევრები, ამჯერად უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. საბედნიეროდ, მალევე შეწყდა და დღეს დავით გარეჯი ისევ მოქმედი მონასტერია. ბიზანტიური ტრადიციების ზეგავლენით, IX საუკუნიდან მოყოლებული გარეჯის მონასტრები მრავალფუნქციური იყო. ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასთან ერთად ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის განათლების საქმეში, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში. მონასტრებში იწერებოდა მატიანეები და ორიგინალური საღვთისმეტყველო ლიტერატურა; ითარგმნებოდა და გადაიწერებოდა სასულიერო წიგნები, მათ შორის, წმინდანთა ცხოვრებანი.
    კლდეში ნაკვეთი ძეგლები

    შემდეგი სტატიები
  • ქრისტიანული საქართველო
  • საქართველოს ისტორია
  • ქართული ენა და დამწერლობა
  • იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა
  • 5 დღიანი ტური კაპადოკიაში
[not-aviable=main]